ისლამური სახელმწიფო მსოფლიო ჩემპიონატს დაემუქრა

ისლამური სახელმწიფო მსოფლიო ჩემპიონატს დაემუქრატერორისტულმა ორგანიზაციამ ისლამურმა სახელმწიფომ განცხადება გაავრცელა რომლის მიხედვითაც ისინი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ტერაქტების მოწყობას აპირებენ.

მსგავსი მუქარები ადრეც იყო, ამიტომ მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებს რუსეთში დიდი ყურადღება მართებთ. მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უკვე თვეზე ნაკლები დარჩა და მალე მთელი საფეხბურთო სამყარო რუსეთში შეიკრიბება.

ტურნირის ორგანიზატორების თქმით მონაწილეების და ყველა ადამიანის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იქნება.