ისრაელმა ირანს დაარტყა

ისრაელმა ირანს დაარტყაისრაელმა სირიის ტერიტორიაზე მდებარე ირანის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო ავიაიერიში მიიტანა. მას წინ სირიიდან ისრაელის, კერძოდ  გოლანის მაღლობის მიმართულებით 20-მდე რაკეტის გაშვება უძღოდა.

ისრაელის არმიის პრესსპიკერის ინფორმაციით, გამანადგურებლებმა იერიში ირანული “ალ-ქუდსის” ძალების კუთვნილ ათობით სამიზნეზე მიიტანეს.

დაშავებულების და დაღუპულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.