კალაძე – ”ნარკოპოლიტიკა აუცილებლად შესაცვლელია”

კალაძე - ”ნარკოპოლიტიკა აუცილებლად შესაცვლელია”– ნარკოპოლიტიკა აუცილებლად შესაცვლელია. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დასჯაზე ორიენტირებული, არამედ პირიქით, დავიცვათ ეს ადამიანები ნარკოტიკებისგან, – ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ, გააკეთა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა, თუმცა საერთო შეთნხმება მიღწევადია.

– ნარკოპოლიტიკა რომ შესაცვლელია, მე მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით. თუ რა ფორმით იქნება ეს, როგორ წარიმართება პროცესი, დრო გვაჩვენებს. პარლამენტის დეპუტატებს შორის არის აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა საბოლოოდ ჩვენ მივაღწევთ რაღაც საერთო შეთანხმებას. თუ რა შეთანხმება იქნება, ამას უახლოეს მომავალში გაიგებთ, – განაცხადა კახა კალაძემ.

რუსთავი 2