კაფე “ამბავში” ჩხუბი მოხდა – 6 კაცი გაიქცა

კაფე "ამბავში" ჩხუბი მოხდა - 6 კაცი გაიქცატაბიძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ამბავში“ დაცვის წევრებსა და ნასვამ მოქალაქეებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.  გავრცელდა ინფორმაცია გასროლის შესახებ, მაგრამ კაფის თანამშრომელი ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებს.

როგორც თვითმხილველმა imedinews-თან საუბარში განაცხადა, ჩხუბში მონაწილე დაახლებით 5-6 ადამიანი სხვადასხვა მიმართულებით გაიქცა და მათ პოლიცია დაედევნა, თუმცა არ აქვს ინფორმაცია დაიჭირეს თუ არა ისინი.