კახა კალაძეს კინოში იღებენ

კახა კალაძეს კინოში იღებენთბილისის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოში მხატვრულ ფილმს “დავიწყებული მელოდია” გადაიღებენ.

გადაღებებში აქტიურ მონაწილეობას იღებს თბილისის მერია, თავად მერი კახი კალაძე კი ფილმში ახალგაზრდა და ენერგიული მერის როლს შეასრულებს, რომელსაც სხვადასხვა პრობლემის სწრაფი და ეფექტური გადაჭრა შეუძლია.

ეს არის ფილმი მდიდარი სლოვაკელი ბიზნესმენის შვილიშვილზე, რომელიც მისთვის უცნობ ქვეყანაში – საქართველოში ბაბუის უკანასკნელი სურვილის საიდუმლოს გასარკვევად მიემგზავრება.

– ფილმს ძალიან საინტერესო და სახალისო სიუჟეტი აქვს. ეს პროექტი ჩვენთვის ეკონომიკური და კულტურული კუთხით არის საინტერესო. პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობას, ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული კუთხით, რადგან შერჩეულია საინტერესო ლოკაციები. მერს ძალიან ვგულშემატკივრობთ, რადგან ვიცით, რომ ფილმში ის ეპიზოდურ როლს შეასრულებს,- განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ BM.ge-სთან საუბრისას.