კლუბი „ბასიანი“ გაიხსნა

კლუბი „ბასიანი“ გაიხსნაკლუბი „ბასიანი“ გაიხსნა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული კლუბი გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

აღწერა კლუბის ტერიტორიაზე დაიწყო, რის შემდეგაც სამართალდამცველები ექსპერტები და კლუბის მფლობელები კლუბის შენობაში შევიდნენ.

კრიმინალურ პოლიციასთან ერთად ადგილზე იმყოფებიან „ბასიანის“ დამფუძნებლები და მათი ადვოკატები.

კლუბის ტერიტორიაზე იმყოფება კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც კომენტარი არ გაუკეთებია.

მოგვიანებით, შენობაში შესვლის საშუალება ჟურნალისტებსაც მიეცემათ.

რაც შეეხება 27 მაისს დაანონსებულ აქციას, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნად “ბასიანის” გახსნა უნდა ყოფილიყო ამ დროისთვის უცნობია, გაიმართება თუ აღარ.

რუსთავი 2