ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა სურს

ლევანდოვსკის ბაიერნიდან წასვლა სურსრობერტ ლევანდოვსკის ბაიერნის დატოვება სურს და ამაზე უკვე მისი აგენტიც საუბრობს. აგენტის თქმით ლევანოდვსკი ბაიერნს პატივს სცემს, უბრალოდ მას კარიერაში ახალი გამოწვევები სჭირდება და ეს არის მიზეზი რის გამოც პოლონელ ფეხბურთელს ბაიერნიდან წასვლა სურს.

ლევანდოვსკის რამდენიმე კლუბი ეპატიჟება და ის სავარაუდოდ კარიერას ინგლისში გააგრძელებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ გუნდში. ყველაზე მეტად მისი შეძენა მანჩესტერ სიტის და ჩელსის სურს. ლევანდოვსკი ბაიერნის ღირსებას 2014 წლიდან იცავს.