მარნეულში 21 წლის ნამაზ ვალიევი გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულში 21 წლის ნამაზ ვალიევი გარდაცვლილი იპოვესმარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიდ გოჯალოში 21 წლის მამაკაცი, ნამაზ ვალიევი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ მოქალაქე ლაშა ქველაძე წერს.

მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ვალიევი გუშინ საღამოს სატელეფონო ზარის განხორციელების შემდეგ სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, დილით კი მწყემსმა სოფლის ჭალაში გარდაცვლილი იპოვა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილს თავის არეში ძლიერი დაზიანება აქვს მიყენებული.

ნიუპოსტი