მარნეულში 21 წლის მამაკაცი სანადირო თოფითაა მოკლული

მარნეულში 21 წლის მამაკაცი სანადირო თოფითაა მოკლულიმარნეულში, შულავერის ადმინისტრაციულ ოლქში, სოფელ სეიდ გოჯალოში, მდინარე დებედასთან 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით გარდაცვლილს, სასიკვდილო ჭრილობები სანადირო თოფით აქვს მიყენებული. თუ რა გახდა ახალგაზრდის მკვლელობის მოტივი უცნობია, ასევე უცნობია თუ ვინ არის მკვლელი.

შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლები მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.” საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ინფორუსთავი