მაშველებმა მტკვრიდან 16 წლის გოგო ამოიყვანეს

მაშველებმა მტკვრიდან 16 წლის გოგო ამოიყვანესთბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, გალფის გასამართ სადგურთან, მაშველებმა მტკვრის დინების მიერ გატაცებული გოგო გადაარჩინეს.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში შესული შეტყობინებისთანავე სამაშველო ჯგუფი ადგილზე გავიდა.
სამაშველო განყოფილების მაშველებმა მდინარე მტკვრიდან ამოიყვანეს 16 წლის გოგო. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ბრიგადები. გოგოს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დიანიუსი