მთავარ პროკურატურასთან გზა გადაიკეტა

მთავარ პროკურატურასთან გზა გადაიკეტამთავარ პროკურატურასთან და მის მიმდებარედ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.
პოლიციას გადაკეტილი აქვს პროკურატურასთან მისასვლელი საავტომობილო გზა, ხოლო აქციის მონაწილეები პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც ტროტუარზე, ასევე საავტომობილო გზაზე დგანან.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს, 19:00 საათზე, საზოგადოებას პროკურატურასთან მისვლას სთხოვს. განცხადება სარალიძემ პროკურატურასთან გააკეთა, სადაც ამ წუთებში მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება.