მთაწმინდაზე, სადაც სასტუმრო შენდება, კლდე ჩამოიშალა – ვიდეო

მთაწმინდაზე, სადაც სასტუმრო შენდება, კლდე ჩამოიშალა - ვიდეომთაწმინდაზე კლდე ჩამოიშალა. მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ინციდენტი ყიფიანის ქ. 35ბ-ში მოხდა. ამ ადგილზე ერთ-ერთი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა.

კლდის ჩამონგრევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განცხადება გააკეთა ქალაქის მერმა. კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლები მერიაში დაიბარა.
„თბილისში ყიფიანის ქუჩაძე მოხდა კლდის ჩამოშლა, სადაც სასტუმრო შენდებოდა. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს ილია ელოშვილს, დღესვე მთავრობის სხდომის შემდეგ რომ დაიბაროთ კომპანია, ვინც აწარმოებდა სამუშაოებს. ამოწიეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარდგენილი მერიაში – რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამუშაოები. დღის ბოლომდე მქონდეს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით,“-განაცხადა კახა კალაძემ.