მიხეილ სააკაშვილი: „ირაკლი რუხაძემ ჰოლანდიაში ჩემს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, მაფია ცდილობს დისკომფორტი შემიქმნას“

მიხეილ სააკაშვილი: „ირაკლი რუხაძემ ჰოლანდიაში ჩემს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, მაფია ცდილობს დისკომფორტი შემიქმნას“საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „იმედის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და „ლიბერთი ბანკის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ მის წინააღმდეგ ჰოლანდიის სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაფია კი ცდილობს, მას ჰოლანდიაში დისკომფორტი შეუქმნას.

„ქართველი ხალხის მტერ ბანკირებისგან ერთ-ერთმა, ირაკლი რუხაძემ იქირავა ყველაზე ძვირადღირებული იურისტები და სარჩელი შეიტანა ჰოლანდიურ სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ პატივის და ღირსების დაცვაზე. როგორც ჩანს, მაფიას გონია, რომ გააჩნია პატივი და ღირსება.

მაფია ცდილობს, დისკომფორტი შემიქმნას ჰოლანდიაში. მე ამ ქართველი ხალხის ძარცვისგან გამდიდრებულებისგან განსხვავებით,ძვირადღირებული იურისტების ფული არ მაქვს,მაგრამ მალე ვესტუმრები მათ საქართველოში და ბოლო კაპიკამდე დავაბრუნებინებ ქართველი ხალხისთვის მათ მიერ წართმეულ ფულს,“ – წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.