რუსეთის დედაქალაქში ლატვიის საელჩოს თავს დაესხნენ. მოსკოვში არსებულ დიპლომატიურ უწყებას დემონსტრანტებმა კვამლიანი ყუმბარები დაუშინეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა „ბოლშევიკური პარტიის“ მხარდამჭერებმა განახორციელეს. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დემონსტრანტებიდან 2 ადამიანი ადგილზე დააკავა.
ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა ლატვიელი პოლიტიკოსის და ადამიანის უფლებათა დამცველის ვლადიმერ ლინდერმანის დაკავება გააპროტესტეს. ის სამართალდამცველებმა 8 მაისს აიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ლინდერმანი ლატვიაში რუსული ენის სწავლების შენარჩუნებას მხარს უჭერს.
იმედინიუსი