მცხეთაში პროსტიტუციას კულტურის სამსახური ებრძვის – რა დაადგინა საკრებულომ

მცხეთაში პროსტიტუციას კულტურის სამსახური ებრძვის - რა დაადგინა საკრებულომმცხეთის საკრებულომ მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის დებულება დაამტკიცა, სადაც მითითებულია, რომ სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას დამნაშავეობის, ნარკომანიის, პროსტიტუციისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.
მერიის სამსახურის დებულება მცხეთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს 29 წევრიდან 21 ესწრებოდა, დადგენილება კი ერთხმად იქნა მიღებული.

საკრებულოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის სტრუქტურაში 4 განყოფილებაა, რომელთაგან ერთ-ერთის ფუნქციაა ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმისა და პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა თავის კომპეტენციის ფარგლებში, თუმცა, დადგენილებაში მითითებული არ არის, თუ კონკრეტულად რა უფლებამოსილებები იგულისხმება „კომპეტენციაში“. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა მუნიციპალური ორგანოების ამგვარ უფლებამოსილებას არ ითვალისწინებს.

ანალოგიური შინაარსის რეგულაციები მიღებული აქვთ ასევე ყვარლის, გურჯაანისა და ზუგდიდის საკრებულოებს, თუმცა ამ შემთხვევებში ხსენებული ფუნქცია არა მერიის სტრუქტურულ ერთეულს, არამედ საკრებულოს კომისიას აქვს მინიჭებული.

რეგინფო