ნეიმარი რეალის წარმომადგენლებს შეხვდა

ნეიმარი რეალის წარმომადგენლებს შეხვდანეიმარი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეალის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ფეხბურთელის რეალში ტრანსფერზე ისაუბრეს. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ესპანური პრესა აქტიურად წერს იმაზე რომ ნეიმარს რეალში სურს გადასვლა და მას პსჟ აღარ აკმაყოფილებს.

გაიჟღერა სატრანსფერო თანხამაც, რომელიც სავარაუდოდ 260 მილიონი ევრო იქნება. ნეიმარი ამჟამად პარიზში იმყოფება, სადაც ის სარეაბილიტაციო კურსს გადის და მალე ის მზად იქნება მოედანზე გამოსასვლელად.