ნეიმარი: ”ჯერ 100%-ით მზად არ ვარ”

ნეიმარი: ”ჯერ 100%-ით მზად არ ვარ”ბრაზილიის ნაკრების და პსჟ-ს ფორვარდმა  ნეიმარმა თავის ტრავმაზე ისაუბრა და თქვა რომ ის ჯერ ბოლომდე მზად არ არის სათამაშოდ, თუმცა ძალიან მალე ის ტრავმას ბოლომდე მოიშუშებს.

ნეიმარმა ტრავმა თებერვლის ბოლოს მიიღო და მას შემდეგ მას არ უთამაშია თავის გუნდში: ”ჯერ 100%-ით მზად არ ვარ, მაგრამ თავს ყოველდღე უკეთ ვგრძნობ და მალე მოედანზე დავბრუნდები. მსოფლიო ჩემპიონობა ჩემი სანუკვარი ოცნებაა და ეს ოცნება რეალობად უნდა იქცეს. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და შეგვიძლია ნებისმიერი მეტოქე დავამარცხოთ”–განაცხადა ნეიმარმა.