ნიკოლ პაშინიანი – “საქართველოში მალე ჩავალ”

ნიკოლ პაშინიანი - "საქართველოში მალე ჩავალ"ოფიციალური ერევანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის საქართველოში ვიზიტზე მუშაობს. ამის შესახებ ფაშინიანმა „სპუტნიკს“ განუცხადა კითხვაზე, აპირებს თუ არა ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 26 მაისს თბილისში ჩასვლას.

„საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ. ახლა ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. როგორც კი ჩვენ ვადებზე შევთანხმდებით, მე აუცილებლად გაცნობებთ“, – განაცხადა პაშინიანმა.

შეგახსენებთ, რომ 11 მაისს ფაშინიანსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის დროსაც მხარეები უახლოეს დროში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეზე სომეხი კოლეგა არმენ სარქისიანი დაპატიჟა.