ნუკრი ქანთარია – ”რომან გოცირიძეს ესკობარის როლში გადავიღებდი”

ნუკრი ქანთარია - ”რომან გოცირიძეს ესკობარის როლში გადავიღებდი”– თუ ვინმეს ჰგონია, რომ კლუბში თქვენ ეძებდით ქართველ ესკობარს და ის იქ უნდა მჯდარიყო სიგარით, არ ვიცი, ასეთი გულუბრყვილო ხალხი თუ არსებობს, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

ნუკრი ქანთარია ღამის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განხორციელებული ქმედებები გონივრული იყო.

– თქვენ გეგულებათ აქ ესკობარი თუ არა ესკობარის თანაშემწე მაინც, რწმუნებული საქართველოში? ფილმს, სერიალს რომ ვიღებდე, ბატონ რომან გოცირიძეს შევთავაზებდი მაგ როლს, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

რუსთავი 2