რატომ წაშალა ლაშა გოგიამ სკანდალური პოსტი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ – “მე არ გამოვხატავ “ოცნების” პოზიციას”

რატომ წაშალა ლაშა გოგიამ სკანდალური პოსტი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ - "მე არ გამოვხატავ "ოცნების" პოზიციას"გუშინ ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ ფეისბუქში პოსტი დადო, რომელსაც დიდი სკანდალი მოჰყვა.

ზუგდიდის მერმა დაწერა:

“თხოვნით მივმართავ ბიზნესმენებს, კომპანიების დამფუძნებლებს და მენეჯმენტს: გთხოვთ გაითვალისწინოთ 24 მაისის საპატრიარქოს განცხადება და არ განათავსოთ თქვენი კომპანიის რეკლამა რ2-ის ეთერში. რ2 ემსახურება რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფას. მეგობრებო, ვინც ეთანხმებით ჩემს ინიციატივას, გთხოვ მოიწონოთ და გააზიაროთ თქვენს გვერდზე.”

რატომ წაშალა ლაშა გოგიამ სკანდალური პოსტი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ - "მე არ გამოვხატავ "ოცნების" პოზიციას"რუსთავი 2-ის გენდირექტორ ნიკა გვარამიას საპასუხო პოსტმა არ დააყოვნა.

“ზუგდიდის ყლე მერს და მის პარტიას, მოვუწოდებ, ტრაკში გაირჭონ მთელი ქართული მარში და სანდრო ბრეგაძე, პერსონალურად. მაინც ერთიდაიგივეს ამბობთ”, დაწერა ბ-მა გვარამიამ და დააყოლა:

“ჩემს მშობლიურ ქალაქ ზუგდიდს კიდევ თავს ლაფის დასხმა მერი რომ ყავს, სირცხვილი და თავის მოჭრა. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ.”

მოგვიანებით ლაშა გოგიამ სტატუსი წაშალა ასეთი განმარტებით:

“ვინაიდან ჩემს სტატუსს მოყვა დიდი აჟიოტაჟი, მინდა საჯაროდ და გარკვევით ვუთხრა ყველას:
პირადად ჩემთვის შეურაცხყოფელი იყო ის, რაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ვიხილე გიორგი გაბუნიას გადაცემაში. თუმცა ეს ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის პოზიციაა, რომელიც ჩემს პირად გვერდზე გავაზიარე. ვწუხვარ, თუ ეს ჩემი პირადი, ემოციური პოსტი აღქმული იქნა გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად. (სწორედ ამიტომ წავშალე ეს სტატუსი ჩემი პირადი ფბ გვერდიდან)
ჩვენს ქვეყანაში სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლება თავისუფალია და მეც, როგორც მოქალაქეს მაქვს ამის უფლება. ვიმეორებ ეს არის ჩემი, ლაშა გოგიას პოზიცია და არ გამოხატავს გუნდის პოზიციას.”