რეალი კოსტას მანოლასით დაინტერესდა

რეალი კოსტას მანოლასით დაინტერესდამადრიდის რეალი ბერძენი მცველით კოსტას მანოლასით დაინტერესდა, რომელიც ამჟამად იტალიური რომას ღირსებას იცავს. მანოლასი თავის პოზიციაზე ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, ამიტომ რეალი მზად არის მის ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს.

მანოლასმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბარსელონას გადამწყვეტი გოლი გაუტანა და ამის შემდეგ ბუნებრივია მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. მანოლასმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის რომაში ბედნიერია და სხვა კლუბში გადასვლას არ აპირებს.