რიონმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა – ”კასრში იყო, დამწვარი იპოვეს”

რიონმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა - ”კასრში იყო, დამწვარი იპოვეს”არსებული ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში მდინარე რიონმა ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია.

– კასრში იყო, დამწვარი იპოვეს, – აცხადებს სოფლის მცხოვრები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ს 108-ე), დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.