როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო 3 დღის განმავლობაში

როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო 3 დღის განმავლობაში11-14 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იტყობინება.

კერძოდ, ჰაერის ტემპერატურა 11-13 მაისს დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსია მოსალოდნელი, 14 მაისს კი ტემპერატურა 2-3 გრადუსით მოიმატებს.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 11-13 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 14 მაისს +24 გრადუსამდე მოიმატებს.