რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებმა სრულად გადაკეტეს – ”მადლობა პოლიციას”

რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეებმა სრულად გადაკეტეს - ”მადლობა პოლიციას”რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გადაიკეტა. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას მადლობა გადაუხადეს მათი მოთხოვნის შესრულებისთვის.

პარლამენტის შენობასთან აქცია  „ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ“ მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორები ამ წუთებში სიტყვით გამოდიან და ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ.

თბილისში აქციის მხარდასაჭერად ქუთაისიდან და ბათუმიდანაც მიემართებიან მოქალაქეები.

სპეცოპერაცია გვიან ღამით კლუბ „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.