რუსთავში მერსედესი ფოლკსვაგენს დაეჯახა

რუსთავში მერსედესი ფოლკსვაგენს დაეჯახარუსთავში მეგობრობის გამზირზე. გზაჯვარედინზე ერთმანეთს “მერსედესი”-ს და “ფოლკსვაგენი”-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ერთერთი ავტომობილის მძღოლი აცხადებდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საფარი მოუწესრიგებელია, რის გამოც რთულია გადაადგილება. ფალიაშვილის და კლდიაშვილის ქუჩაზე ორმული სამუშაოები მიმდინარობს, რის გამოც გზის საფარის დაზიანებული ფრაგმენტები ამოჭრილია.

ინფორუსთავი