რუსთავში პატრულმა პატრული დააჯარიმა

რუსთავში პატრულმა პატრული დააჯარიმარუსთავში საპატრულო პოლიციამ საკუთარი კოლეგა დააჯარიმა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ქუთაისის ქუჩაზე მოხდა, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს დაეჯახნენ.

“ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს რომ -“ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ავტომობილები, მომხდარის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125 მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, დაჯარიმდა საპატრულო ეკიპაჟის მძღოლი.”

ინფორუსთავი