საბერძნეთში ცოლ-ქმარი შვილებს აუპატიურებდა

საბერძნეთში ცოლ-ქმარი შვილებს აუპატიურებდასაბერძნეთში ცოლ-ქმარი საკუთარ შვილებზე სექსუალურად ძალადობდნენ. საუბარია 52 წლის კაცსა და 47 წლის ქალზე, რომლებიც შვილებს ყოველდღიურად სცემდნენ და აუპატიურებდნენ. ამის შესახებ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით georgians.gr წერს.

ცოლ-ქმარი სამართალდამცველებმა დააკავეს. გაირკვა, რომ ისინი 8, 14, 24 და 27 წლის შვილებზე მუდმივად ძალადობდნენ. გამოცემა წერს, რომ 24 წლის ბიჭს მენტალური დარღვევები აქვს, რითიც მშობლები სარგებლობდნენ.

როგორც მშობლები ჩვენებაში ამბობენ: “ჩვენ ვაუპატიურებდით ჩვენს 24 წლის ბიჭს და 14 წლის გოგონას და ეს ძალიან მოგვწონდა. ამისთვის ბევრჯერ გამოვიყენეთ სხვადასხვა ნივთები”.

მათ კიდევ ერთი, 27 წლის ბიჭი ჰყავთ, რომელმაც, ბრალდებულების თქმით, ცემას ვერ გაუძლო და სახლიდან წავიდა.

შემთხვევა საბერძნეთის კუნძულ კოზე მოხდა. 14 წლის გოგო და 8 წლის ბიჭი ახლა დეიდასთან არის, ისინი საჭმელ-სასმელის მიღებაზე უარს ამბობენ და არ ლაპარაკობენ.