საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი – 18-21 მაისის ამინდის პროგნოზი

საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი - 18-21 მაისის ამინდის პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 – 20 მაისს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 21 მაისს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა 18 – 20 მაისს დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსია მოსალოდნელი, 21 მაისს კი 3 – 4 გრადუსით დაიკლებს.

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.