სოსო ცინცაძე: “თედო ჯაფარიძეს გაუხსენებენ მოსკოვში გაგზავნილ უბადრუკ წერილს, სუბარს კი იმას, რომ ალკოჰოლის მოყვარულია”

სოსო ცინცაძე: "თედო ჯაფარიძეს გაუხსენებენ მოსკოვში გაგზავნილ უბადრუკ წერილს, სუბარს კი იმას, რომ ალკოჰოლის მოყვარულია"„ჯერჯერობით, ივანიშვილი პარტიის გარეთ ცდილობს მოძებნოს საპრეზიდენტო კანდიდატი, რადგან იცის, რომ „ოცნების” არც ერთ კანდიდატს, გარდა ივანიშვილისა, არ აქვს დადებითი რეპუტაცია,”- აცხადებს პოლოტილოგი სოსო ცინცაძე.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს როგორმე ისეთი ადამიანი მოძებნოს და დაითანხმოს პრეზიდენტობაზე, ვინც „ქართული ოცნების” ფუნქციონერი არ არის, და თუკი საბოლოდ „ოცნების” რომელიმე წევრი დასახელდება კანდიდატად, ეს ნიშნავს, რომ პარტიის გარეშე ავტორიტეტული ადამიანებიდან ვერავინ დაითანხმა.

„თუ ივანიშვილი სუბარს, ჯაფარიძეს ან “ოცნების” სხვა ფუნქციონერს შესთავაზებს კანდიდატობას, ვერავინ გაბედავს უარის თქმას. ჭირს ისეთი ადამიანების დათანხმება, როგორიცაა, იგივე დათო მაღრაძე, რომელიც სამომავლო რეპუტაციას უფრთხილდება. ვის აწყობს გახდეს პრეზიდენტი, რომელსაც არაფერი არ ეკითხება?! უნდა გახდეს ისეთი, როგორიცაა საკრებულოში „ოცნების” ახალგაზრდა სახე ვინმე ვატო შაქარაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ დღეს უკეთესი ცხოვრებაა, ვიდრე გუშინ იყო და ცხოვრება საამურიაო.”- ამბობს ცინცაძე.

პოლიტოლოგის თქმით, პრეზიდენტის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში თედო ჯაფარიძისა და სოზარ სუბარის წინააღმდეგ ბევრი ნეგატივი გაჩნდება. იგივე ჯაფარიძეს გაუხსენებენ იმას, რომ „მოსკოვში გაგზავნილი უბადრუკი წერილი” აქო და ადიდა. თანაც ეჭვია, რომ წერილი თავად ჯაფარიძის დაწერილია. ასევე სუბარზე ხშირად სმენია, რომ ალკოჰოლზე გულგრილი არ არის და მათ ამ ყველაფერს გაუხსენებენ.

ცინცაძე გამორიცხავს, რომ ივანიშვილი გახდეს საპრეზიდენტო კანდიდატი.

„ივანიშვილი პრეზიდენტი რომ გახდეს, მას ყოველ დღე მოუწევს კონსტიტუციის დარღვევა, კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებზე გადაბიჯება. პრეზიდენტს მინისტრების მოხსნა-დანიშვნა არ შეუძლია და ხელ-ფეხ შეკრული ივანიშვილი ვის რათ უნდა?! დღეს ამ არაფორმალური მმართველობის გამო ატარებენ კრიტიკის ქარცეცხლში და პრეზიდენტი რომ გახდება მას ყოველ დღე შეახსენებენ, რომ კონსტიტუციას არღვევს. ამიტომ მას პრეზიდენტობა არ უნდა აწყობდეს,”- მიიჩნევს ცინცაძე.

გურიის მოამბე