“ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ”- ზაზა სარალიძე შოთაძეს მიმართავს

"ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ"- ზაზა სარალიძე შოთაძეს მიმართავსხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორს ურჩევს ულტიმატუმებით ნუ ესაუბრება.როგორც ზაზა სარალიძემ ირაკლი შოთაძესთან შესაძლო შეხვედრის შესაძლებლობაზე დასმული შეკითხვის საპაუსხოდ განაცხადა, შეხვედრაზე თანახმაა, თუმცა შეხვედრის აზრს ვერ ხედავს.

სარალიძის თქმით, ის მზად არის პროკურატურის შეთავაზება მიიღოს, თუ მას შესაძლებლობა ექნება მის წარმომადგენლებთან ერთად მივიდეს შეხვედრაზე.

„ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ ძალიან ვთხოვ. უკანონო ადვოკატიო, უკანონობა მალხაზ კაპანაძემ თვითონ ჩაიდინა. ჩემს მიერ წარმოდგენილ პიროვნებებთან ერთად ნებისმიერ ადამიანთან შესახვედრად მზად ვარ,“- აცხადებს სარალიძე.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ხორავაზე მოკლული მოზარდების საქმეზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მოკლული დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის თაობაზე მისი შეთავაზება კვლავ ძალაშია.