უსმან დემბელემ ტრავმა მიიღო

უსმან დემბელემ ტრავმა მიიღობარსელონას ფრანგმა ფორვარდმა უსმან დემბელემ რეალ სოსიედადთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო, როდესაც ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქე გუნდის ფეხბურთელი მას ძალიან უხეშად ეთამაშა. დემბელე მძიმე ტრავმას გადაურჩა, მაგრამ მას მაინც აქვს მცირე დაზიანება და მკურნალობა ესაჭიროება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დემბელე მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება. აღსანიშნავია რომ ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი საკმაოდ ხშირად იღებს ტრავმებს და წელს ის უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდა ლაზარეთში.

დემბელე ბარსელონაში 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და კატალონიურმა გუნდმა მასში 105 მილიონი ევრო გადაიხადა.