უძრავი ქონების შეძენა ნაღდი ანგარიშსწორებით აიკრძალება

უძრავი ქონების შეძენა ნაღდი ანგარიშსწორებით აიკრძალებაუძრავი ქონების შეძენა ნაღდი ანგარიშსწორებით შესაძლებელი აღარ იქნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
„კერძოდ, შემოდის ვალდებულება, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, რადგან ადგილი აქვს ე.წ. შავ საკომისიოებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, მინისტრმა გუშინ, მედიათეკაში გამართულ პრეზენტაციაზე, საბანკო-საფინანსო სფეროში დაგეგმილ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა.