ფეხსაცმელში დამალული ჰეროინისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

ფეხსაცმელში დამალული ჰეროინისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავესსამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებული მამაკაცი ზემო ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო 4 შეკვრად დაფასოებული 324.93 გრამი ჰეროინი, რომელიც ბრალდებულს ფეხსაცმელში ჰქონდა დამალული.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

რუსთავი 2