“ქართულმა მარშმა” 17 მაისის აქცია გააუქმა

"ქართულმა მარშმა" 17 მაისის აქცია გააუქმა„ქართული მარში“ 17 მაისს აქციებს აღარ გამართავს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მან განაცხადა, რომ „ქართული მარში“ გააუქმებდა 17 მაისს დაგეგმილ ყველა აქციას, თუ ლგბტ პირთა აქციები არ გაიმართებოდა და ამ პირობას შეასრულებს.

– არანაირად არ ვართ მოწადინებული, რომ ვიღაცამ ისარგებლოს ჩვენი შიდა დაპირისპირებით. ძალიან კარგია, რომ ხვალინდელი დღე ჩაივლის ისე, როგორც უნდა ჩაიაროს – ვილოცებთ ტაძრებში და შევუერთდებით საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, – განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „თანასწორობის მოძრაობის“ მიერ კამცელარიასთან დაგეგმილი აქცია გაუქმდა.