ქეთი მურუსიძის დედა – ”სოლომონ მათიკაშვილმა ქეთისთან მჭიდრო კავშირი დაამყარა” – პროკურატურის ოქროს მოწმე საქართველოდან მიდის

ქეთი მურუსიძის დედა - ”სოლომონ მათიკაშვილმა ქეთისთან მჭიდრო კავშირი დაამყარა” - პროკურატურის ოქროს მოწმე საქართველოდან მიდის„კურიერის“ ინფორმაციით, ნარკორეალიზატორების საქმეში პროკურატურის ოქროს მოწმე საქართველოს რამდენიმე საათში დატოვებს და გერმანიაში გაფრინდება.

სავარაუდოდ, პოლიციის აგენტი, სოლომონ მათიკაშვილი დღეს პროკურატურის მოთხოვნით მაგისტრმა მოსამართლემ დაიკითხა.

საქმის მთავარმა მოწმემ, რომელიც დღეს სასამართლო დარბაზში სათადარიგო შესასვლელიდან შეიყვანეს, ჩვენება ხუთი ბრალდებულის წინაღმდეგ მისცა. სოლომონ მათიკაშვილის გადაღებულია ის ფარული ვიდეომასალაც, სადაც ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა ჩანს.

უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ პროკურატურა ჩქარობს და მთავარი მოწმის ქვეყნიდან სასწრაფოდ გაყვანა სურს.

ქეთი მურუსიძის დედა - ”სოლომონ მათიკაშვილმა ქეთისთან მჭიდრო კავშირი დაამყარა” - პროკურატურის ოქროს მოწმე საქართველოდან მიდისოქროს მოწმე რომ ქვეყნის დატოვებას აპირებს, ამას პროკურორიც ადასტურებს. ბრალდების მხარე ადასტურებს, რომ მათიკაშვილი პოლიციასთან თანამშრომლობდა და მისი საკონტროლო შესყიდვებით გაიხსნა სისხლის სამართლის ეს საქმე.

პოლიციის აგენტი სოლომონ მათიკაშვილი მთავარი მოწმეა 22 წლის ქეთი მურუსიძის საქმეში, რომელიც კლუბის ტერიტორიაზე ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დააკავეს. ბრალდებულის დედა დღეს იხსენებდა, რომ მათიკაშვილი მის შვილთან ნდობაში სპეცოპერაციამდე დიდი ხნით ადრე შევიდა, ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, ქეთისთან მჭიდრო კავშირი დაამყარა.

ქეთი მურუსიძის დედა - ”სოლომონ მათიკაშვილმა ქეთისთან მჭიდრო კავშირი დაამყარა” - პროკურატურის ოქროს მოწმე საქართველოდან მიდისგამოძიებასთან კითხვები აქვთ კლუბ „ბასიანის“ მფლობელებს. ზვიად გელბახიანს უჭირს საუბარი, როგორ მოხვდა კლუბში ნარკოტიკები.

12 მაისის სპეცოპერაციის დროს ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირი წინასწარ პატიმრობაშია. უკვე ერთი კვირაა, პასუხგაუცემელია კითხვა, ვისგან იყიდეს ბრალდებულებმა აკრძალული ნივთიერება. ამ დრომდე შსს მათ კვალზე ვერ გავიდა.

რუსთავი 2