ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“, მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“, მაღაზია გაქურდესქუთაისში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ მაღაზია გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან 1000 ლარის ოდენობით თანხაა წაღებული.
ადგილზე მყოფების თქმით, შემთხვევის დროს გამყიდველი მაღაზიიდან გასული იყო. მათივე განცხადებით, თანხა, სავარაუდოდ, ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა მოიპარა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.