ცოტნე გამსახურდია – “9 მაისი არის გლოვის და არა ზეიმის დღე”

ცოტნე გამსახურდია - "9 მაისი არის გლოვის და არა ზეიმის დღე"ცოტნე გამსახურდიამ 9 მაისისადმი მიძღვნილიშარშანდელი პოსტი რამდენიმე წუთის წინ ისევ დადო:

“შარშან დავწერე საცხრამაისოდ და წელსაც გავიმეორებ:

ჩემო ძვირფასებო, 9 მაისი არის გლოვის და არა ზეიმის დღე საქართველოსთვის. შეხედეთ იმ დროს კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, გიორგი ელიავას და სხვათა თვალით და არა სტალინის, ბერიას, და მსგავსი გარეწრებისა!

რა მოხდა მაშინ? ოციოდე წლით ადრე საქართველოს თავისუფლება სისხლში ჩაახრჩო იმპერიამ, ბნელი ბიდლოს უხეშმა ძალამ გაგვინადგურა და გადახვეწა ერის მოაზროვნე და მოამაგე ნაწილი, ასი წლით თუარა ორმოცდაათით მაინც გადაგვისროლა უკან, დაგვაკარგინა ტერიტორები და შემდეგ – სხვის ომში წაასხა ასეულობით ათასი ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე ქართველი! და ეს გინდათ ვიზეიმოთ???

ფაშიზმი დიახაც პლანეტარული ბოროტება იყო, მაგრამ საქართველოს და ქართველების საქმე არც ამ ომში მონაწილეობა და არც ამ მონაწილეობის ფორმა ყოფილა, არც “გამარჯვებით” მიგვიღია რამე ვეტერანებისთვის უფასო “პუწიოვკების” გარდა.

ნუ ვატკენთ გულს, მოვეფეროთ იმ დაღლილ, ჭირნახულ ადამიანებს, რომელთაც ზოგმა ძალით და ზოგმა ნებით, პროპაგანდის მანქანებით შეწირეს ჯან და სიცოცხლე თავის ჯალათებისთვის ბრძოლას. მაგრამ არც ის დაგვავიწყდეს, რა გადაგვხდა სინამდილეში…”