ძლიერი წვიმა და  წყალდიდობაა მოსალოდნელი

ძლიერი წვიმა და  წყალდიდობაა მოსალოდნელისაქართველოს ტერიტორიაზე 13 მაისამდე შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. ამის შესახებ სააგენტო “პირველი” წერს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია დროგამოშვებით ძალიან ძლიერი წვიმა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს.