ხალხის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ უარესობისკენ შეიცვალა – TI-ს კვლევა

ხალხის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ უარესობისკენ შეიცვალა - TI-ს კვლევა„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს.

კვლევა მოიცავდა კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებირივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

ბოლო წლების განმავლობაში შეიცვალა თუ არა ხალხის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ?

დიახ, შეიცვალა უკეთესობისკენ – 28%, დიახ, შეიცვალა უარესობისკენ – 48%, არ შიცვალა – 16%, არ ვიცი/უარი პასუხზე – 8%

საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენები უნდა იყოს თუ არა საჯარო განხილვის საგანი?

დიახ-40%, არა – 52%, არაფერი მსმებია საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენების შესახებ – 2%, არ ვიცი.უარი პასუხზე – 6%