ანჩელოტი ბენზემას ნაპოლიში ეპატიჟება

ანჩელოტი ბენზემას ნაპოლიში ეპატიჟებანაპოლის ახალი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი უკვე გეგმავს რამდენიმე ტრანსფერს და მისი ერთ-ერთი სატრანსფერო მიზანი კარიმ ბენზემა იქნება, რომელმაც შესაძლოა რეალი დატოვოს.

წლევანდელ სეზონში ბენზემა არ გამოირჩევა სტაბილურობით და მის ანგარიშზე მხოლოდ 10 გატანილი გოლია.

ამის გამო შესაძლოა რეალმა ბენზემა გაყიდოს და ანჩელოტის მიზანი რეალობად იქცეს. ბენზემა რეალის ღირსებას 2009 წლიდან იცავს და მთელი ამ ხნის მანძილზე ის რეალში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.