5 წლის ალბერტ აინშტაინის ფოტო აუქციონზე გაიტანეს

5 წლის ალბერტ აინშტაინის ფოტო აუქციონზე გაიტანესგერმანელი ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის 77 ფოტო აუქციონის სახლს ლონდონში Christie’s-ს გადასცეს. ალბომი აინშტაინის უმცროსს დას, მაია ვინტელერ-აინშტაინს ეკუთვნოდა, ვისთანაც ალბერტი ძალიან ახლოს იყო.

განსაკუთრებით საინტერესოა 5 წლის აინშტაინის ფოტო, რომელიც 1884 წელს მიუნხენში გადაიღეს. ეს ფოტო საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა. მეორე ფოტო 11 წლის შემდეგ გადაიღეს, რაზეც უკვე მოზარდ მეცნიერს ცნობილი ხუჭუჭი თმები ეტყობა.

იმედინიუსი