ახალგაზრდული მოძრაობა სვანეთის ხელშეუხებელ ზონად გამოცხადებას მოითხოვს

ახალგაზრდული მოძრაობა სვანეთის ხელშეუხებელ ზონად გამოცხადებას მოითხოვსსვანეთის ახალგაზრდული მოძრაობა რეგიონში ჰესების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს და ამასთან დაკავშირებით Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს.

მოძრაობის ცნობით, ექსპერტებთან საუბრის შედეგად, დაიდო დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემსრულებელ კომპანიას დარღვევები აქვს. ისინი სახელმწიფოსგან მორატორიუმსა და სვანეთის ხელშეუხებელ ზონად გამოცხადებას მოითხოვენ.

_ სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის განცხადება…
არ აპირებს არც ერთი ნაბიჯით უკან დახევას გამომდინარე იქედან რომ:
ვინაიდან,მესტია ჭალა ჰესის მშენებლობის სამუშაოები არის ნახევრად შესრულებული, მივდიოდით დათმობაზე: 1) ერთი მდინარე მაინც უნდა დაეტოვებინათ, 2)შეემცირებინათ მეგა ჰესის მაშტაბი და 3)მაქსიმალურად დაეცვათ უსაფრთხოების ნორმები. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ:-თუ თქვენ არ აპირებთ ჩვენს გათვალისწინებას, მოგიწევთ ჩვენ სხეულზე გადავლა!
ექსპერტებთან საუბრის შედეგად ცალსახად დაიდო დასკვნა,რომ გაქვთ უამრავი დარღვევა, რაც თითოეული ჩვენთაგანს აძლევს ლოგიკური ეჭვების საფუძველს,ძალასა და შემართებას რომ ჩვენ აუცილებლად, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ვიდეგთ ბოლომდე.
დადოს სახელმწიფომ მორატორიუმი და გამოაცხადოს სვანეთი ხელშეუხებელ ზონად,ესაა ჩვენი მოთხოვნა. გაფრთხილებთ,თუ რომელიმე ჩვენთაგანზე განხორციელდება ფიზიკური ზეწოლა, პროცესები გახდება უმართავი. უკან დახევას არ ვაპირებთ.

არანაირ თანხაზე, არანაირ მატერეალურ ანაზღაურებასა და შემოთავაზებაზე არ წამოვეგებით ,ეს უკვე კარგად გასაგები უნდა იყოს, მაგრამ მაინც დავწერთ რადგანაც აქვს ადგილი მსგავს ქმედებებს.ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სიმართლე შენს მხარესაა.
ეს ბრძოლა იქნება კიდევ ერთი მაგალითი და პასუხი იმისა რომ ყველაფერი ფულზე არ იყიდებ, _ წერია განცხადებაში.

მედიანიუსი