ანა სუბელიანი – “პატიმრებს ლგბტ ადამიანებზე შეხედულება შევაცვლევინე”

ანა სუბელიანი - "პატიმრებს ლგბტ ადამიანებზე შეხედულება შევაცვლევინე"ანა სუბელიანმა ფეისბუქში დაწერა:

“მოზარდები, მათ შორის რეგიონებიდან, მათ შორის ლგბტ მოზარდები, რომლებიც მეუბნებიან, რომ ყოველდღიურად ბრძოლაში არიან, რომ მე მათ ვაძლიერებ, იმედს ვაძლევ და რომ მათი როლური მოდელი ვარ..
პატიმრები, რომლებიც ლგბტ თემის წევრები არიან და მადლობებს მიხდიან; პატიმრები, რომლებიც ნარკოდანაშაულისთვის იხდიან სასჯელს და იქიდან მითვლიან, რომ ჩემ გამო ლგბტ ადამიანებზე და მოძრაობებზეზე შეხედულება შეიცვალეს…
ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოში წლებია აღარ ცხოვრობენ და მწერენ, რომ ჩემი იმედი გაუჩნდათ, თავისთან მეპატიჟებიან, უფრო მეტად კი აქ ჩამოსვლასა და ჩვენთან ერთად დგომაზე ოცნებობენ…
ჩემი მშობლებისხელა ადამიანები, რომლებიც სითამამეს მიფასებენ და მეუბნებიან, რომ რაღაცეებზე დავაფიქრე..
ადამიანები, რომლებიც ბოდიშს მიხდიან იმ აგრესიისთვის რაც მათ ან სხვებმა დამატეხეს თავს…

ეს ადამიანები მაძლევენ იმის ლეგიტიმაციას, რომ ვაკეთო ყოველთვის ის, რისიც მჯერა! ამაზე მეტ ლეგიტიმაციას ვერასდროს ვერცერთი ორგანიზაცია, ვერცერთი მოძრაობა, ვერცერთი პოლიტიკური ძალა, ვერანაირი პროცესი ვერ მისცემს ჩემს ქმედებებს!

მოვედი და სამი საათია ვკითხულობ მესიჯებს. ბოლომდე ვერც ჩავედი. ახალი ენერგიებით დავიტენე და ხვალიდან ახალ ბრძოლებს შევუდგები!  <3”