არსენალის ახალი მწვრთნელი უნაი ემერი გახდა

არსენალის ახალი მწვრთნელი უნაი ემერი გახდაარსენალის ახალი  მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი გახდება. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა, როგორც არსენალმა, ასევე ემერიმ.

ემერი არსენალთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ანაზღაურება 8 მილიონი ფუნტი სტერლინგი იქნება წელიწადში. ემერის თქმით ის ძალიან ბედნიერია რომ მას არსენალში მუშაობის შანსი მიეცა და ის თავს არ დაზოგავს ლონდონური კლუბისთვის.

ემერიმ ორი წელიწადი პსჟ-ში იმუშავა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას ვერ მიაღწია, რის გამოც ის გაანთავისუფლეს.

პსჟ-მდე ემერი სევილიას მწვრთნელი იყო და გუნდთან ერთად ევროპის ლიგა სამჯერ ზედიზედ მოიგო.