ავარია ბორჯომში – დაიღუპა 27 წლის კაცი

ავარია ბორჯომში - დაიღუპა 27 წლის კაციმსხვერპლით დასრულა ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა.

„ოპელის“ მარკის ავტომანქანა ჯერ ბორდიურს, შემდეგ კი ბეტონის კედელს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილი ამოტრიალდა.

ავტომობილის მძღოლი, 27 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.