ავარია ჩაქვში – დაშავებულია 8 ადამიანი

ავარია ჩაქვში - დაშავებულია 8 ადამიანიავარია ჩაქვში – შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ჩაქვის გვირაბთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.