ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მაწანწალა ძაღლმა დაკბინა?

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მაწანწალა ძაღლმა დაკბინა?ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მაწანწალა ძაღლმა დაკბინა.
ამის შესახებ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია იტყობინება,
ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ მომხდარის შემდეგ ლაშა კომახიძემ უკანონო ბრძანება გასცა და შესაბამის უწყებას ბულვარის ტერიტორიაზე უპატრონო ცხოველების დაჭერა მოსთხოვა.
ბათუმის მერიაში ლაშა კომახიძის დაკბენისა და მის მიერ გაცემული ბრძანების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ და მას სიცრუეს უწოდებენ.

ნიუპოსტი