იუვენტუსის უკვე ყოფილი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მზად არის კარიერა გააგრძელოს და მის მიმართ ინტერესს რამდენიმე გრანდი გამოხატავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბუფონი პსჟ-ს მეკარე გახდება და მხარეები თითქმის უკვე ყველაფერზე შეთანხმდნენ.
ბუფონს ძალიან მაღალი ანაზღაურება ექნება და იტალიელმა მეკარემ ასეთ მაცდურ წინადადებაზე უარი ვერ თქვა. ოფიციალური განცხადება ამ ტრანსფერის შესახებ მალე გაკეთდება.