“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მოუკლავს დავით სარალიძე, რეალური დამნაშავეები არ არიან პასუხისგებაში მიცემული”- ტარიელ კაკაბაძე

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მოუკლავს დავით სარალიძე, რეალური დამნაშავეები არ არიან პასუხისგებაში მიცემული"- ტარიელ კაკაბაძეხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრაც მკვლელობაში ბრალდებული მოზარდს, სასამართლომ დღეს მუხლი გადაუკვალიფიცირა და ის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამანაშავედ. არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის თქმით, დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირები, ვინც ნამდვილად განახორციელეს დავით სარალძის განზრახ მკვლელობა, არ არიან პასუხისგებაში მიცემული. სასამართლომ კი ვერ გაბედა რომ სრულად გაეზიარებინა დაცვის პოზიცია:

„განაჩენი ჩემთვის მოსალოდნელი იყო იმ კუთხით, რომ ჩვენ დარწმუნებული ვიყავით იმაში, სასამართლო იტყოდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ მოუკლავს დავით სარალიძე. ფაქტობრივად სასამართლომ დაადასტურა ჩვენი პოზიცია. ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია. დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირები, ვინც ნამდვილად განახორციელეს დავით სარალძის განზრახ მკვლელობა, არ არიან პასუხისგებაში მიცემული. ბრალდების მხარე აპელირებდა, რომ თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განახორციელა ეს დანაშაული და არა სხვა პირებმა. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს მოტივაცია და ბიძგი, ვალდებულება იმისა, რომ საგამოძიებო ორგანომ შესაბამისი მტკიცებულებებით, რომელიც ნამდვილად არსებობს, პასუხისგებაში მისცეს რეალური დამანაშავეები და არ შეეცადოს, რომ სხვა ადამიანების ქმედება მიაწეროს იმ პირს, რომელსაც ეს არ ჩაუდენია. სასამართლომ ვერ გაბედა სრულად გაზიარება დაცვის პოზიცია, იმიტომ რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არა მარტო განზრახ მკვლელობა არ ჩაუდენია, ამის მცდელობაც არ ქონია. მე მაინტერესებს როგორ დაასაბუთებს ამას სასამართლო. პროკურატურა ჩიხში შესულია.“- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ