ჩხოროწყუში ბოლო ზარი სატვირთო მანქანაზე აღნიშნეს

ჩხოროწყუში ბოლო ზარი სატვირთო მანქანაზე აღნიშნესსაქართველოში სკოლის დამთავრების აღნიშვნა უმეტესად მსუბუქი ავტომანქანების კოლონასთან და საყვირის ხმებთან ასოცირდება, ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა კი ბოლო ზარი სატვირთო მანქანით აღნიშნეს.
ახალგაზრდებმა სატვირთო ბუშტებით მორთეს, ძარაზე ავიდნენ და ჩხოროწყუს – მუხურის გზაზე გაისეირნეს.

„გვინდოდა, რომ ჩვენი ბოლო ზარი ყოფილიყო არა რაღაც გრანდიოზული, არამედ ორიგინალური და სახალისო. 14 ვიყავით კლასში. ბევრი ვიფიქრეთ, როგორ აღგვენიშნა სკოლის დამთავრება. სიმღერით და ცეკვით ვერავის გავაოცებდით. ჩვენი კლასელის მშობლის სატვირთო მანქანა მოვრთეთ საზეიმოდ და ასე გავისეირნეთ.
ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენმა არჩევანმა გარშემომყოფები გაახალისა. გაოცებულები გვიყურებდნენ. სამსახურები მიატოვა ხალხმა, გარეთ გამოვიდნენ, ფოტოებს და ვიდეოს გვიღებდნენ“, – გვითხრა ხაბუმეს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა გიგი შენგელიამ.

ბოლო ზარი კურსდამთავრებულებმა 18 მაისს აღნიშნეს.

ლაივპრესი